Saturday, April 7, 2012

1.პროექტის სახელწოდება:ოქროსფერი შემოდგომა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:შემოდგომის სურათების აღწერა ჩვენს სოფელში
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის შემოსვლას სოფელში.აღწერენ,რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომის დადგომას.მიიღებენ მონაწილეობას მოსავლის აღების პროცესში. ბავშვები გადაუღებენ სურათებს ყურძნის კრეფისა და დაწურვის, ჩურჩხელების ამოვლების.სიმინდის ტეხვის პროცესებს.ბავშვები უფროსების დახმარებით გაიგებენ თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და აწმყოს შორის. ჩაიწერენ ლექსებსა და სიმღერებს რაც შემოდგომასთან არის დაკავშირებული.ინტერნეტში მოიძიებენ მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.მოძიებული მასალით მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები იგებენ და ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს.ახდენენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.
5. მონაწილეთა ასაკი: 10–12 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ფოტო ალბომი,მოეწყობა ნახატების გამოფენა.დაამზადებენ ჩურჩხელას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,ფოტოაპარატი, ყურძენი და თხილი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინტერნეტიდან და სოფლის უფროსი ადამიანებიდან მოძიებული მასალების საშუალებით დისკუსიის გამართვა,სურათების გადაღება ჩურჩხელის ამოვლების დროს და გამოფენის მოწყობა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია,ბუნება.ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული.დაინტერესდებიან განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია ხურციძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.xurcidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maiaxurcidze.blogspot.com